ტოჩინოშინის გამარჯვება

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე ზედიზედ მესამე ბრძოლა მოიგო (ვიდეო)

0 კომენტარი

ჰარუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს, ქართველმა სუმოტორმა ლევან გორგაძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა იაპონელი კომუსუბი მიტაკეუმი უატენაგეს ილეთით დაამარცხა.

ტოჩინოშინმა მიმდინარე ტურნირი წარუმატებლად დაიწყო, მაგრამ ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ, 4:2-ზე დადებითი ბალანსი გაუხდა. ხვალ, ქართველი მებრძოლი მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდება, ვისთანაც 4 მოგება და 3 წაგება აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები