ამინდის პროგნოზი

წვიმა, თოვლი, ქარი, ქარბუქი - როგორი ამინდი იქნება 19 მარტამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა (დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი), დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსთა ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები