კრიმინალი

შსს: ბათუმში არასრულწლოვნებმა სამ მაღაზიაში ფული და სიგარეტი მოიპარეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ბათუმში ქურდობის სამ ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილეს.

შსს-ს ცნობით, 2004 წელს დაბადებულმა ნ.ა-მ და 2001 წელს დაბადებულმა ა.ბ-მ 13 მარტს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილსა და წერეთლის ქუჩაზე მდებარე საკონდიტრო და სასურსათო მაღაზიებში უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც ფული და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი მოიპარეს.

"ორივე არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.

კომენტარები