რუსი ოკუპანტები

EUMM: დიდი ხურვალეთის ტერიტორიაზე ახალი ინციდენტები არ შეგვინიშნავს

0 კომენტარი
ფოტო: ლუდა სალია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეგის თქმით დიდი ხურვალეთში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ინციდენტები არ აღრიცხულა.

ამის შესახებ ერიკ ჰოეგმა ტვიტერზე დაწერა.

" #EUMM დიდი ხურვალეთის ტერიტორიაზე პატრულირება მიმდინარეობს. "ბორდერიზაციის" ახალი ნიშნები არ არის. უსაფრთხოების სამსახური ადგილზეა, მაგრამ ინციდენტები არ აღურიცხავს. ყველა მექანიზმი, ცხელი ხაზის ჩათვლით, ამოქმედებულია კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად."- წერს ერიკ ჰოეგი.

ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ფოტო და ინფორმაცია ადგილობრივმა მკვიდრმა, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა. მისი თქმით, რუსი სამხედროები მოსახლეების ეზოებში არიან.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები