უეფას ევროპა ლიგა

უეფას ევროპა ლიგის 1/4-ფინალების კენჭისყრის შედეგები

შვეიცარიაში ევროპა ლიგის მეოთხედფინალებისა და ნახევარფინალების კენჭისყრა გაიმართა. 1/4-ფინალური მატჩები 11 და 18 აპრილს ჩატარდება. ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები 2 მაისს,  ხოლო განმეორებითი შეხვედრები 9 მაისს შედგება.

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

ნაპოლი - არსენალი

ვილიარეალი - ვალენსია

სლავია - ჩელსი

ბენფიკა - აინტრახტი

რაც შეეხება ნახევარფინალებს, ნაპოლი-არსენალის წყვილში გამარჯვებული ვილიარეალი-ვალენსიას შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო სლავია-ჩელსის შორის გამარჯვებული, ფინალისტის ვინაობას ბენფიკა-აინტრახტს შორის გამარჯვებულთან გაარკვევს.

კომენტარები