შსს

7-დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

9 მარტს, სოფელ წითელსოფლიდან გაუჩინარებული გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, მიმდინარე წლის 9 მარტს, 1992 წელს დაბადებული გიგი გეგეჭკორის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით. "112"-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოებში. 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.", - აღნიშნულია უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, აღნიშნული მუხლი სავარაუდოდ გადაკვალიფიცირდება.

კომენტარები