მაიკლ ჯექსონი

Louis Vuitton მამაკაცის შემოდგომის კოლექციიდან ჯექსონთან დაკავშირებულ ნივთებს ამოიღებს

0 კომენტარი

Louis Vuitton მამაკაცის შემოდგომის კოლექციიდან მაიკლ ჯექსონის თემატიკის ნივთებს ამოიღებს.

ფრანგული მოდის სახლის გადაწყვეტილება HBO-ს დოკუმენტურ ფილმს Leaving Neverland უკავშირდება, რომელშიც ორი კაცი ყვება, რომ ვარსკვლავი მათზე სექსუალურად ძალადობდა, როდესაც 7 და 10 წლის იყვნენ.

Louis Vuitton-ის მამაკაცის 2019 წლის შემოდგომის კოლექციის ჩვენება პარიზში იანვარში შედგა. კოლექცია ჯექსონის სასცენო კოსტიუმების დეტალებს შეიცავდა, ჩვენებაც "Billie Jean"-ის მუსიკალური ვიდეოს მიხედვით იყო გაფორმებული.

მოდის სახლმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ დოკუმენტურმა ფილმმა მათ "დიდი ტკივილი მიაყენა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ კოლექციის ჩვენების დროს არაფერი ვიცოდით ამ ფილმის შესახებ".

Louis Vuitton კოლექციიდან იმ ტანისამოსს ამოიღებს, რომელიც "პირდაპირ შეიცავს ჯექსონთან დაკავშირებულ ელემენტებს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები