კრიმინალი

შსს: იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

0 კომენტარი
ფოტო: შსს

იმერეთის პოლიციამ 1968 წელს დაბადებული პირი ცეცხლსასროლი იარაღის, 
საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო 
შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად 
ამოიღო დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა: "აკს"-ის მოდელის 
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 16 მჭიდით, სხვადასხვა კალიბრის 939 
საბრძოლო ვაზნა,  7 კაფსულ-დეტონატორი, 9 ასაფეთქებელი ზონარი, 2 შეკვრა 
"ამონალი" და "ტროტილის" 6 შეკვრა.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები