ბოლივუდი

ბოლივუდში Forrest Gump-ის რიმეიქს იღებენ

"ფორესტ გამპის" მიხედვით, ბოლივუდი ფილმს იღებს. ამის შესახებ Hollywood Reporter წერს.

ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ფილმის ინდურ რიმეიქში მთავარ როლს ბოლივუდის ვარსკვლავი ამირ ხანი ითამაშებს.

მსახიობი პერსონაჟ ლაალ სინჰ ჩადას ითამაშებს, რომელიც მსახიობ ტომ ჰენკსის პერსონაჟის მიხედვით შეიქმნა. 

ფილმის ინდურ ვერსიას Lal Singh Chaddha ჰქვია და მისი პრემიერა 2020 წელს არის დაგეგმილი.

რობერტ ზემეკის ოსკარის მფლობელი ფილმი "ფორესტ გამპი" 1994 წელს გამოვიდა. 

კომენტარები