ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში, ტერაქტის მსხვერპლთა პატივსაცემად, ჰაკა შეასრულეს - ვიდეო

0 კომენტარი

ახალ ზელანდიაში დაღუპულების პატივის მისაგებად ტრადიციული ცეკვა ჰაკა შეასრულეს. ამის შესახებ BBC წერს. 

ახალზელანდიელმა ბაიკერებმა მეჩეთზე თავდასხმის ადგილას, ქალაქ ქრაისტჩარჩში ჰაკა შეასრულეს და პოლიციელებს მადლობა გადაუხადეს გაწეული სამსახურისთვის.

ტრაგედიის ადგილას ხალხის ნაკადი არ წყდება. ისინი ყვავილების თაიგულებით მიდიან მუსლიმებს სოლიდარობას უცხადებენ.

ბოლო მონაცემებით, 15 მარტს, ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოში რჩება კიდევ 34 ადამიანი. 

თავდასხმაში ბრალდებულ, 28 წლის ბრენტონ ტარანტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები