ორგანიზებული დანაშაული

საბერძნეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, მათ შორისაა ე.წ. კანონიერი ქურდი "თავა"

0 კომენტარი

საბერძნეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ერთერთი "კანონიერი ქურდი" გიორგი ენდელაძეა, მეტსახელად "თავა" - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოსა და საებრძნეთის პოლიციის ერთობლივი მუშაობის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი გამოვლინდა - ჯგუფის ოთხი წევრი 14 მარტს, ათენში დააკავეს.

მათ, ბერძნული კანონმდებლობით, მრავალგზის ქურდობასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში ედებათ ბრალი.

შსს-ს სტატისტიკით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, უწყებამ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 141 მოქალაქე, მათ შორის 10 ე.წ. კანონიერი ქურდი.
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები