ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

18 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრვ), წყაროთუბნის, მწვანე, ხევისპირის, კალოუბნის, მუხის, იაკობის და ჯაბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, გმირ კურსანტთა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის და ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ბოჭორიშვილის, ოჟიოს, მიროტაძის, კოდორის, აფაქიძის, ფიზკულტურის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ფიროსმანის, სააკაძის, პეტრიწის, წურწუმიას, ფროსეს, გიორგი მაჩაბელის, ქვილითაიას, თურაშაულის და გურჯიევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ღვინის აღმართის, ურბნისის, ისნის, ფერიცვალების, მეტეხის და დუტუ მეგრელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, გოგოლაურის და ხოშარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში.

კომენტარები