კინო

წიგნები, რომელთა ადაპტაციებს ეკრანებზე 2019 წელს ვიხილავთ

0 კომენტარი
ფოტო: Twitter

2019 წელს ეკრანებზე არაერთი ცნობილი წიგნის ადაპტაციას ვიხილავთ. მათი ნაწილის ტრეილერები უკვე გამოქვეყნდა, ნაწილის შესახებ კი ჯერ კიდევ ცოტა რამაა ცნობილი. ნახეთ რას უნდა ელოდოთ ეკრანებზე 2019 წელს:

ნილ გეიმანისა და ტერი პრაჩეტის ერთობილივი ნამუშევრის, Good Omens-ის მიხედვით გადაღებული ტელესერიალი ეკრანებზე 31 მაისს გამოვა. მასში მთავარ როლებს მაიკლ შინი და დევის ტენანტი თამაშობენ. აღსანიშნავია, რომ სერიალში ღმერთს ტილდა სვინტონი, ხოლო სატანას ბენედიქტ კამბერბაჩი განასახიერებენ. Amazon-მა ტრეილერი უკვე გამოაქვეყნა.

Amazon-ის კიდევ ერთი ტელესერიალი, აგატა კრისტის ცნობილი დეტექტივის ადაპტაცია "The ABC Murders" რომელშიც მთავარ როლს ჯონ მალკოვიჩი ასრულებს, კი თებერვლის დასაწყისში გამოვიდა და უკვე შეგიძლიათ სრულად იხილოთ.

რიდიან ბრუკის წიგნის, "The Aftermath"-ის მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელშიც მთავარ როლს კირა ნაითლი ასრულებს ამერიკაში 15 მარტს გამოვიდა, ხოლო ევროპული პრემიერა მაისშია დაგეგმილი. მანამდე კი შეგიძლიათ ნახოთ ფილმის ტრეილერი.

მარია სემპლის წიგნის, "სად წახვედი, ბერნადეტ?" კინო ადაპტაციაში მთავარ როლს ქეით ბლანშეტი ასრულებს. ფილმის პრემიერა აგვისტოშია დაგეგმილი.

ოშა გრეი დეივიდსონის წიგნის "The Best of Enemies" პრემიერა კი 5 აპრილს შედგება. ფილმში მთავარ როლებს ტარაჯი პ. ჰენსონი და სემ როკველი ასრულებენ.

სტივენ კინგის მოყვარულებს კი "Pet Sematary"-ს მიხედვით გადაღებული საშინელებათა ფილმი ელით, რომელიც ეკრანებზე აპრილის დასაწყისში გამოვა.

გარდა ამისა სექტემბერში "IT"-ის მეორე ნაწილიც გამოვა, რომელშიც ბილ სკარსგარდს, ჯეიმს მაკევოის და ჯესიკა ჩესტეინს იხილავთ.

დისნეი კი ოენ კოლფერის ნოველის მიხედვით გადაღებულ ფანტასტიკას აგვისტოში შემოგვთავაზებს.

კიდევ რას უნდა ელოდოთ 2019 წელს?

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები