ხანძარი

მეხანძრეებმა დიდ დიღომში ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს

0 კომენტარი
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / facebook

დიდ დიღომში ცეცხლმოკიდებული საწყობიდან მეხანძრე-მაშველებმა ლეკვები გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ლეკვებს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიხედვით თბილისში, დიდ დიღომში, ხანძარი ტექნიკის საწყობში გაჩნდა.

მათი ინფორმაციით დაიწვა 1,800 კვადრატულ მეტრამდე ფართობი. ადგილზე 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს 1 ადამიანი. ხანძარი ლოკალიზებულია.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / facebook

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / facebook
არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთი დევდარიანი

კომენტარები