ჩხუბი პარლამენტში

ოთარ კახიძემ და დაჩი ბერაიამ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იჩხუბეს

პარლამენტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ირაკლი კობახიძის და რამდენიმე დეპუტატის კანონპროექტს განიხილავენ, ფიზიკური დაპრისპირება მოხდა - აქ ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ და დაჩი ბერაიამ იჩხუბეს. 

სხდომას კახა კუკავა ესწრება, რომელმაც იკითხა: "წინა ხელისუფლების დროს დაკავებული, ქართული ოცნების მიერ პოლიტიკურ პატიმრად მიჩნეული ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი რამდენად უპასუხებს მოსამართლეობის კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს". 

დაჩი ბერაიამ მისთვის პასუხის გაცემა მოისურვა, ოთარ კახიძემ კი თქვა, რომ დაჩი ბერაიას კუკავასთვის პასუხის გაცემა სურს, თუმცა, რელევანტური პროცედურულ საკითხზე გადასვლა იქნება. 

დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა. 

ამის შემდეგ კომიტეტის სხდომა ორივე მათგანმა დატოვა. 

კომენტარები