ხელფასები

საქართველოში მამაკაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 562.5 ლარით აღემატება

საქსტატის 13 მარტს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ხელფასებს შორის გენდერული განსხვავება 562.5 ლარს შეადგენდა.

საშუალოდ, მამაკაცების საშუალო ხელფასი 1468.5, ხოლო ქალების 906 ლარი იყო. მამაკაცების შემთხვევაში წლიურმა ზრდამ 81,1 ლარი შეადგინა, ხოლო ქალების საშუალო ხელფასი 46,5 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ მამაკაცების ხელფასი ქალებისაზე თითქმის ყველა სექტორში მეტი იყო.

კომენტარები