ფიგურული ციგურაობა

ქართველი მოციგურავე ეკატერინე იაზადჯი საერთაშორისო ტურნირზე პირველ ადგილზე გავიდა

ლუქსემბურგის ქალაქ კოკელშოიერში, იუნიორების, სენიორების, ნოვისებისა და შუალედური ნოვისების კატეგორიაში, საერთაშორისო ტურნირი "Coupe du Printemps"-ი გაიმართა.

ტურნირზე საქართველოს სახელით გამოდიოდა ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მოციგურავე ეკატერინე იაზადჯი, რომელმაც 20 მონაწილე მოციგურავეს შორის 38.05 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მის მიერ წარმოდგენილი თავისუფალი პროგრამით გამარჯვება მოიპოვა.

ეკატერინე იაზადჯის მწვრთნელი სესილი ბერძენიშვილია.

კომენტარები