გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ბათუმში დელფინის მოკვლისთვის პირი 40 900 ლარით დააჯარიმეს

0 კომენტარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ბათუმში დელფინის მოკვლისთვის მოქალაქე 40 900 ლარით დააჯარიმეს.

"მიმდინარე წლის 10 მარტს, ბათუმის სანაპიროსთან ნაპოვნი იქნა მოკლული დელფინი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და შსს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა სამართალდამრღვევი - თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი. სამართალდამრღვევმა აღიარა ჩადენილი ქმედება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა," - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, თანხის გადახდის შემდეგ, გემი საქართველოს საზღვაო წყლებს დატოვებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კარინა ყენია

კომენტარები