ნიდერლანდები

უტრეხტში პოლიცია შეიარაღებულ მამაკაცს ეძებს, რომელმაც ტრამვაიში ცეცხლი გახსნა

Getty Images

ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში პოლიცია შეიარაღებულ მამაკაცს ეძებს, რომელმაც ტრამვაიში ცეცხლი გახსნა.

გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია ერთი ადამიანი და დაშავებულია რამდენიმე.

პოლიცია ტერორისტულ მოტივს არ გამორიცხავს.

როტერდამში, რომელიც უტრეხტიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, უსაფრთხოების ნორმები გაამკაცრეს, მათ სორის გაზარდეს პოლიციის რაოდენობა მეჩეთებთან და სადგურებზე.

კომენტარები