ბრექსითი

საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა კატას მერყევი ბუნების გამო ბრექსითი დაარქვა

Independent

საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ნატალი ლუაზომ Le Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში თქვა, რომ საკუთარ კატას ბრექსითი დაარქვა, რადგან მერყევი ბუნება აქვს.

"ის ყოველ დილით მოდის სიკვდილამდე კნავის იმიტომ, რომ გარეთ გასვლა უნდა. მაგრამ შემდეგ, როდესც კარს ვაღებ ზის, ვერ გადაუწყვეტია, მე მიყურებს როდის გავიყვან გარეთ." თქვა მან.

ნატალი ლუაზო ბრექსითის მოლაპარაკებებში საფრანგეთის მთავარი წარმომადგენელია. შეგახსენებთ, რომ ახლა ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ გაუხანგრძლივებენ თუ არა დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლისათვის განკუთვნილ ვადას, რომელიც 29 მარტს იწურება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ტერეზა მეის ბრექსითის გეგმის კიდევ ერთხელ ჩავარდნის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსითის ვადის გადაწევას მხარი დაუჭირა. ევროკავშირის დატოვების საბოლოო თარიღად 29 მარტის შეცვლის მომხრე 412 პარლამენტარი იყო, ხოლო წინააღმდეგი 202.

ევროკავშირის დატოვების შესახებ ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა კი ჩავარდა. მას მხარი მხოლოდ 85-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 334 იყო.

კომენტარები