სემ სმიტი

სემ სმიტი: არც ქალი ვარ და არც კაცი, არა-ბინარული ადამიანი ვარ

სემ სმიტი

ინგლისელმა მომღერალმა სემ სმიტმა მსახიობ ჯემილა ჯამილთან გენდერულ იდენტობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის არა-ბინარული ადამიანია.

"მე არც ქალი ვარ და არც კაცი. ვფიქრობ რომ სადღაც შუაში ვტივტივებ. ყოველთვის არსებობდა მცირედი ბრძოლა ჩემს სხეულსა და ჩემს გონებას შორის. ხანდახან როგორც ქალი ისე ვფიქრობ და საკუთარ თავს ვეკითხები "მინდა სქესის შეცვლა?", - თქვა სემ სმიტმა.

არა-ბინარული ადამიანები თავს არც ერთ გენდერს არ მიაკუთვნებენ, ისინი არ იდენტიფიცირდებიან როგორც კაცები ან ქალები.

"როდესაც გავიგე სიტყვები არა-ბინარული და გენდერქვიარი, მათ შესახებ წავიკითხე და ამ ხალხის საუბარსაც მოვუსმინე, ჩემს თავს ვუთხარი ჯანდაბა ეს მე ვარ", - თქვა სემ სმიტმა.

კომენტარები