ახალი ზელანდია

მოსწავლეებმა მოკლული კლასელების პატივსაცემად ჰაკა შეასრულეს - VIDEO

The Guardian

სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა ქრაისთჩერჩის თავდასხმაში მოკლული ორი მოსწავლის პატივსაცემად ჰაკა შეასრულეს.

ჰაკა მაორების ტრადიციული ცერემონიული საბრძოლო ცეკვაა, რასაც მსხვერპლის გლოვისა და პატივს მისაგებად ცეკვავენ. ინიციატორებს სხვა მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში, ორ მეჩეთში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, დაჭრილია 30-ზე მეტი ადამიანი. ეს ახალი ზერლანდიის ისტორიაში ყველაზე მასობრივი მკვლელობაა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 4 ეჭვმიტანილი, 3 კაცი და ერთი ქალი, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ბრენტონ ტარანტი ავსტრალიის მოქალაქეა. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები