ნიუ იორკი

8 წლის ნიგერიელი უსახლკარო ბიჭი ნიუ იორკის საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული გახდა

0 კომენტარი

ნიგერიიდან დევნილი, უსახლკარო, 8 წლის ბიჭი, ნიუ იორკში, საშტატო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული გახდა. 

The Independent-ის ცნობით, ტანიტოლუა ადევუმი, მშობლებთან ერთად მანჰეტენზე მდებარე უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობს. მათ ნიგერია 2017 წელს დატოვეს. ისინი "ბოკო ჰარამის" ტერორისტულ ორგანიზაციის გამო გამოიქცნენ ქვეყნიდან და ამერიკაში თავშესაფარი ითხოვეს. 

ტანიმ ჭადრაკის თამაში შარშან ისწავლა, თუმცა, მან ისეთი მონაწილეების დამარცხება შეძლო, რომლებიც ამ ტურნირზე წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ და პირადი მწვრთნელებიც ჰყავდათ.

ბიჭმა მესამე ხარისხის ჯილდო მოიგო. თუმცა, ახლა უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს და სურს, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა მოჭიდავის ტიტულიც მოიპოვოს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები