ჰარუ ბაშო

ტოჩინოშინი ოძეკების დუელში დამარცხდა (ვიდეო)

Japan-Sumo

ჰარუ ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს, ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე რანგით ასევე ოძეკ გოიედოსთან დამარცხდა. იაპონელმა მებრძოლმა ტოჩინოშინს უვატეჰინერის ილეთით სძლია.

ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი ტურნირზე 6:4-ზე გახდა. მას დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 5 ბრძოლიდან 2-ის მოგება სჭირდება.

გორგაძის მომდევნო მეტოქე ოძეკი ტაკაიასუ იქნება, ვისთანაც ქართველს 8 მოგება და 10 მარცხი აქვს.

კომენტარები