ყაჩაღობა

პეკინზე ლომბარდის დაყაჩაღება სცადეს, იყო სროლაც, თუმცა არავინ დაშავებულა

თბილისში, პეკინის ქუჩაზე ლომბარდის დაყაჩაღება სცადეს, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დამნაშავეებმა ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ამასთან, მათ შემთხვევის ადგილზე "ერთი გასროლა განახორციელეს, რომლის შედეგადაც არავინ დაშავებულა. 

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას 6-დან 9 წლამდე. 

"დამნაშავე პირების დადგენა დაკავების მიზნით სამართალდამცველები ოპერატოიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ,"- წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები