National Enquirer-მა ჯეფ ბეზოსის საყვარლის ძმას 200 000$ გადაუხადა

Wesley Mann

The Wall Street Journal-ის ცნობით, National Enquirer-მა ამაზონის აღმასრულებელი დირექტორის ჯეფ ბეზოსისა და მისი საყვარლის ლორენ სანჩეზის ინტიმური მიმოწერის მოპოვებისთვის 200 000$ გადაიხადა. კომპანია American Media Inc-ს შვილობილმა National Enquire-მა ეს თანხა ლორენის ძმას, მაიკლ სანჩეზს გადაუხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბეზოსის პირადი გამომძიებლებიც, რომლებიც საქმეს თებერვალში იძიებდნენ, მაიკლ სანჩეზის მონაწილეობას იკვლევდნენ ამ საქმეში, თუმცა მათ არ გაურკვევიათ, ვინ გადაუხადა მას.

ბეზოსის თქმით, American Media Inc მას საკუთარი და საყვარლის ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა, თუ ბეზოსი გამოძიებას არ შეწყვეტდა იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვა Enquirer-მა მისი პირადი მიმოწერის ტექსტი და ფოტოები და მოსთხოვეს გამოექვეყნებინა განცხადება, რომ მათ პოლიტიკური მოტივები არ ამოძრავებდათ.

კომენტარები