ნეირომეცნიერება

ნეირომეცნიერების თანახმად ადამიანები ზრდასრულობას 30 წლამდე არ აღწევენ

ოქსფორდის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის შეხვედრაზე, რომელიც ჯამრთელი და დაავადებული ტვინის განვითარებას ეძღვნებოდა, ნეირომეცნიერებმა განაცხადეს, რომ ზრდასრულობის განმარტება, რომელიც 18 წელს გადაცილებულ ადამიანს სრულწლოვნად მიიჩნევს აბსურდულია. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი კვლევის თანახმად 18 წლის ადამიანის ტვინი კვლავ განიცდის არსებით ცვლილებებს, რომელსაც შეუძლია გავლენა ჰქონდეს მის ქცევაზე და ფსიქიკური დაავადებების ჩამოყალიბების რისკებზე. 30 წლამდე ახალგაზრდების განვითარების პროცესში მყოფი ტვინი ფსიქიკური აშლილობების ჩამოყალიბებას ამარტივებს.   

"გვქონდეს ზუსტი განმარტება, თუ როდის გადაინაცვლებს ინდივიდი ბავშვობიდან ზრდასრულობაში, აბსურდულია. ეს გაცილებით უფრო ნიუანსირებული გარდასახვაა, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობს." - ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი, პიტერ ჯოუნსი.

ქვეყნების უმეტესობაში, სრულწლოვნად მიიჩნევა ადამიანი, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია. 18 წლის ასაკში შენ შეგიძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ალკოჰოლის ყიდვა, სესხის აღება, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კი ისევე დაისჯებით, როგორც ზრდასრული. თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები ზრდასრულობას 30 წლამდე არ აღწევენ.  

პროფესორი ჯოუნსი ამბობს, რომ მას სჯერა, რომ გამოცდილ მოსამართლეს შეუძლია ამოიცნოს განსხვავება 19 წლის ბრალდებულს და 30 წელს გადაცილებული გამოუსწორებელ დამნაშავეს შორის. "არ არსებობს ბავშვობიდან ზრდასრულობაში მყისიერი გადასვლა, ადამიანი გზებზე ან ტრაექტორიებზე არიან."- ამბობს ის. 

ზრდასრულთა ჯანმრთელობის ცენტრის პროფესორი, სიუზან სოიერი მიიჩნევს, რომ ზრდასრულობის განმარტების გაფართოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი კანონების, სოციალური პოლიტიკის და სერვისების შემუშავებისთვის. "მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ზრდასრულის ლეგალური პრივილეგიები 18 წლის ასაკში იწყებამ, ზრდასრულის როლების და პასუხისმგებლობების მორგება უფრო გვიან ხდება."- ამბობს ის. 

კომენტარები