აბელის პრემია

ამერიკელი პროფესორი პირველი ქალი გახდა, რომელმაც მათემატიკაში აბელის პრემია მიიღო

ამერიკელი პროფესორი, კარენ ულენბეკი პირველი ქალი გახდა, რომელიც აბელის პრემიით დაჯილდოვდა. ეს მათემატიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პრემიაა. 

ნორვეგიის მეცნიერებათა აკადემიამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი კარენ კესკულა ულენბექი ამ წლის გამარჯვებული იყო. ჯილდოს ღირებულება ექვსი მილიონი ნორვეგიული კრონი იყო ($704,000) 

76 წლის მათემატიკოსმა ნაწილობრივი დიფერენციალური განტოლებების შესახებ ნაშრომების გამოქვეყნებით გაითქვა სახელი. თუმცა, თავისი კარიერის განმავლობაში იკვლევდა ბევრ დარგს, ფიზიკის, გეომეტრიის და კვანტური თეორიის ჩათვლით. 

ჟიურიმ შეაფასა მისი ნაშრომი, როგორც "ფუნდამენტური ნაშრომი გეომეტრიულ ანალიზში და საკალიბრო თეორიაში, რომელმაც დრამატულად შეცვალა მათემატიკური ლანდშაფტი." ის ასევე დააფასეს, როგორც "მეცნიერებაში და მათემატიკაში გენდერული თანასწორობის დამცველი."

"ულენბეკის კვლევამ მოიტანა რევოლუციური თეორიები ფიზიკაში და მათემატიკაში. მის მიგნებებს გამოყენება აქვს მრავალ დარგში, დაწყებული სიმების თეორიით, რომელმაც შესაძლოა რეალობის ბუნება ახსნას, დამთავრებული სივრცე-დროის გეომეტრიით." - ამბობს ტეხასის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კოლეჯის დეკანი, პოლ გოლდბართი.

ულენბეკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წვლილი არის მისი თეორიები პროგნოზულ მათემატიკაში, რომელიც შთაგონებულია საპნის ბუშტებით. ბუშტის თხელი, გამრუდებული ზედაპირი "მინიმალური ზედაპირის" მაგალითია, ზედაპირის, რომელიც საკუთარ თავს აყალიბებს ფორმაში, რომელიც  ყველაზე მცირე შესაძლო ფართობს იკავებს. მინიმალური ზედაპირების ქცევის გამოკვლევა შესაძლოა დაეხმაროს მეცნიერებს უკეთ გაიგონ მრავალი სხვა ფიზიკური ფენომენი. 

კომენტარები