მინისტრის საათი პარლამენტში

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

თეა წულუკიანი
ტაბულა

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს დღეს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში მოუსმენენ. მინისტრი დაესწრება სესიას, რომელიც 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

იუსტიციის მინისტრი სესიაზე საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

თეა წულუკიანმა დღეს მედიის შეკითხვებს არ უპასუხა და მათ დაპირდა, რომ ყველა კითხვაზე პასუხს პარლამენტში მისვლისას გასცემს. 

კომენტარები