მიკროავტობუსების გაჩერება

ქუჩებს, სადაც მიკროავტობუსების გაჩერება მხოლოდ გაჩერებებზე შეიძლება, კიდევ 12 დაემატება

sazogadoeba.ge

ქუჩებს სადაც მიკროავტობუსების გაჩერება მხოლოდ გაჩერებებზე შეიძლება, კიდევ 12 დაემატება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, მიკროავტობუსების ნებისმიერ ადგილზე გაჩერება პრობლემურია ქალაქში, ბევრი თვალსაზრისით. რეგულაცია შემდეგ ქუჩებზე ამოქმედდება:

ქეთევან დედოფლის გამზირი

თამარ მეფის გამზირი

აკაკი წერეთლის გამზირი

დავით გურამიშვილის გამზირი

გრიგოლ რობაქიძის გამზირი

ნუცუბიძის ქუჩა

ცოტნე დადიანის ქუჩა

სულხან ცინცაძის ქუჩა

ვაჟა ჩაჩავას ქუჩა

პეტრე ქავთარაძის ქუჩა

აწყურის ქუჩა

ჯავახეთის ქუჩა

"ერთი წლის წინ მერიამ აამოქმედა რეგულაციები მიკროავტობუსებისათვის. ადრე მათ ჰქონდათ უფლებადა შესაძლებლობა, სადაც მათ მოესურვებოდათ იქ გაეჩერებიათ, ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ქალაქში ყველანაირი თვალსაზრისით, შესაბამისად ჩვენ შარშან როცა დავიწყეთ მუშაობა ამ თემაზე შეირჩა 14 ცენტრალური ქუჩა, ეს იყო ერთგვარი საპილოტე პროექტი და ჩვენ ისინი დავავალდებულეთ, რომ მხოლოდამხოლოდ დაზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე გაეჩერებინათ მიკროავტობუსები და ამ რეგულაციებმა გაამართლა. შესაბამისად, ჩვენს დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დამატებით 12 ცენტრალურ ქუჩაზე გავრცელდეს ანალოგიური მიდგომა. ჩვენ ვიიცთ რამდენად პრობლემურია ყველგან გაჩერება როცა ხდებოდა, მოქალაქეებს უბიძგებს ქუჩა საფრთხის შემცველ მონაკვეთში გადაჭრას, რაც მათივე უსაფრთხოებისთვის და ასევე მძღოლებისთვისაც პრობლემას წარმოადგენს. საცობების თვალსაზრისითაც პრობლემას წარმოადგენდა და ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა დავარეგულიროთ,"- თქვა კალაძემ.

 

კომენტარები