ტოჩინოშინი

ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის დაკარგვის საფრთხე ემუქრება (ვიდეო)

Japan Times

20 მარტს, ჰარუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა მორიგი მარცხი განიცადა. ოძეკი ლევან გორგაძე რანგით ასევე ოძეკ ტაკაიასუს შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ გორგაძის ბალანსი ტაკაიასუსთან 8:11-ზე გახდა.

მიმდინარე ბაშოზე, ეს ტოჩინოშინისთვის მე-5 მარცხია. ქართველ სუმოისტს 2 მოგება სჭირდება იმისთვის, რომ დადებითი ბალანსი დააფიქსიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ოძეკის ტიტულს ჩამოართმევენ. ბაშოს დასრულებამდე 4 საშეჯიბრო დღეა დარჩენილი.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე იოკოძუნა ჰაკუკო იქნება, ვისაც 27-ჯერ შეხვდა და მხოლოდ ერთხელ მოუგო.

კომენტარები