საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში დეპუტატებს ხმის მიცემის ინტრუქცია დაურიგდათ

დეპუტატებს პარლამენტში ხმის მიცემის ინტრუქცია დაურიგდათ.

ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საქართველოს წევრმა სერგო რატიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, - "დღეს დილას დაგვხვდა. გვასწავლიან, ბარათი ჭრილში უნდა განთავსდეს... პარალელურად უნარების გამოცდაც გააუქმეს" - წერს რატიანი.

ხმის მიცემის ინტრუქციების დარიგების მიზეზი გუშინდელი კენჭისყრა გახდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადასაყენებლად უმრავლესობამ საკმარისი ხმები ვერ დააგროვა, გადაწყვეტილების მიღებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა, თუმცა 67 მიიღო. ამის მიზეზად კი მმართველ გუნდში "ტექნიკური ხარვეზები" დაასახელეს. კონკრეტულად კი, როგორც უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, "წითელზე იყო თითი მისაჭერი თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა."

კომენტარები