სასამართლო სისტემა

პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ "კობახიძის კანონპროექტი" 1-ლი მოსმენით მიიღო 

89 მომხრე, 31 წინააღმდეგი - პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ე.წ კობახიძის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები