Airbnb

ავსტრალიაში AIRBNB-ის მასპინძელმა სტუმარი ბინის ქირის გადაუხდელობის გამო ცემით მოკლა

0 კომენტარი

ავსტრალიაში AIRBNB-ის მასპინძელმა სტუმარი ბინის ქირის გადაუხდელობის გამო ცემით მოკლა. სასამართლომ 42 წლის ჯეისონ კალტონს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებული ამბობს, რომ მას სტუმრის სახლიდან გაგდება უნდოდა და არა მოკვლა ან "სერიოზულად დაზიანება".

მკვლელობა 2017 წელს მოხდა. 37 წლის რამის ჯონუზი სახლს ტოვებდა, როდესაც მასპინძელი თავს დაესხა. ის დავალიანების, 210 დოლარის გადახდას ითხოვდა.

საქმის მასალების მიხედვით, რამის ჯონუზმა ბინა მელბურნის გარეუბანში სამი ადამიანისგან იქირავა. ერთ კვირაში მას 210 დოლარი უნდა გადაეხადა, თუმცა, "ჩექაუთის" დროს აღმოჩნდა, რომ ჯონუზს ანგარიშზე მხოლოდ 10 დოლარი ჰქონდა.

პროკურორების თქმით, ჯეისონ კალტონმა სტუმარს იქამდე სცემა, სანამ მან გონება არ დაკარგა. შემდეგ, ბინის თანამფლობელებმა ქრეიგ ლევიმ და რაიან სმარტმა ბაღში გაათრიეს და მისი ცემა განაგრძეს. ლევის სექტემბერში 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო სმარტს - 7.5.

Airbnb-ის განცხადებით, "ძალიან შეწუხებული და აღშფოთებულია" შემთხვევის გამო. მან ჯეისონ კალტონის ბინა საიტიდან ამოიღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები