Once Upon A Time In Hollywood

კვენტინ ტარანტინოს ფილმის "ერთხელ ჰოლივუდში" ტრეილერი გამოქვეყნდა

რამდენიმე წუთის წინ, კვენტინ ტარანტინოს მეცხრე ფილმის "Once Upon A Time In Hollywood"-ის ტრეილერი გამოქვეყნდა.

ტრეილერი ფილმის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.

ფილმში მთავარ როლებს ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო ასრულებენ, სიუჟეტი კი 1960-იან წლებში ლოს-ანჯელესში განვითარებულ ამბებს, კერძოდ კი ამერიკელი სერიული მკვლელის ჩარლზ მენსონის ისტორიას შეეხება.

ფილმს Sony იღებს და ის 2019 წლის 26 ივლისს გამოვა.

კომენტარები