ემილიანო სალას ლიგა

არგენტინის რეგულარულ ჩემპიონატს "ემილიანო სალას ლიგა" დაერქვა

არგენტინის რეგიონალურ ჩემპიონატს "ემილიანო სალას ლიგა“ დაერქვა. ამ ინფორმაციას Ouest-France ავრცელებს.

აქამდე, არგენტინის რეგულარულ ჩემპიონატს "ლიგა ესპერანსა“ ერქვა. ემილიანო სალა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა "ნანტიდან“ "კარდიფში“, მაგრამ თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა და არგენტინელი ფორვარდი პილოტთან ერთად დაიღუპა.

სალას ცხედარი ლა მანშის სრუტის ფსკერზე რამდენიმე დღის შემდეგ იპოვნეს. ფეხბურთელი არგენტინაშია დაკრძალული.

კომენტარები