salone del mobile

Salone del Mobile.Milano - 2019 წლის სიახლეები ავეჯის ყველაზე დიდ გამოფენაზე

0 კომენტარი
ფოტო: salonemilano.it

თანამედროვე ავეჯის ტენდენციები, სიახლეები ინტერიერის დიზაინის სფეროში - ამ ინდუსტრიაში ჩართული ბიზნესმენები, უძრავი ქონების აგენტები, დიზაინერები, კრიტიკოსები თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანები 2019 წლის Salone Del Mobile-სთვის ემზადებიან.

Salone Del Mobile ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გამოფენაა. ის იტალიაში, მილანში, ყოველწლიურად აპრილის თვეში იმართება და ასიათასობით დამთვალიერებელსა და ათასობით ჟურნალისტს იზიდავს. სწორედ აქ ამოირჩევა ის სიახლეები და ტენდენციები, რასაც მომდევნო წლებში ყველა მასობრივ ბაზარზე გათვლილი პროდუქციის მწარმოებლების დახლებზე ნახავთ.

წელს, Salone Del Mobile-ს რიგით 58-ე გამოფენა 9-დან 14 აპრილის ჩათვლით გაიმართება. მასზე საკუთარ პროდუქციას გლობალური მარკეტის ყველაზე წარმატებული 2,300-ზე მეტი კომპანია წარმოადგენს - მათგან 34% უცხოური კომპანიაა.

პავილიონები ქალაქგარეთ, როს ტეროტორიაზე, 205 ათას კვადრატულ მეტრზე იქნება განლაგებული - თუმცა ეს გამოფენის მხოლოდ ნაწილია. მასთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებები ხსენებულ თარიღებში მთელ ქალაქს მოიცავს.

გამოფენა, ტრადიციულად, სხვადასხვა კატეგორიად დაიყოფა: ავეჯისა და აქსესუარების საერთაშორისო გამოფენა, Eurocucina - სამზარეულოს აღჭურვილობა და ტექნიკა, სააბაზანოები, SaloneSatellite - პარალელური გამოფენა, რომელზეც თავის თემატურ ნამუშევრებს ახალგაზრდა დამწყები დიზაინერები წარმოადგენენ.

ფოტო: salonemilano.it

წელს, ავეჯისა და დიზაინის ბაზრისა და საზოგადოების მოთხოვნების სწრაფი ცვლილებების გათვალისწინებით, Salone del Mobile სტუმრებს რამდენიმე სიახლეს სთავაზობს: მაგალითად, Workplace3.0-ს ახალი, უფრო ფართო, ექსპერიმენტული ფორმატი ექნება  - გამოფენის ეს ნაწილი სამუშაო სივრცის დიზაინისა და ტექნოლოგიური აღჭურვის დაგეგმვას ეხება. წელს მისი ერთერთი ამოსავალი პრინციპი „თხევადი სივრცე“ იქნება - სამუშაო გარემო, რომელიც არასტატიკურადაა მოწყობილი და საჭიროების მიხედვით, სწრაფად იცვლება.

ფოტო: salonemilano.it

 

2019 წლის Salone del Mobile ლეონარდო და ვინჩის ეძღვნება - მილანში წელს მხატვრისა და გამომგონებლის გარდაცვალების 500 წლისთავს აღნიშნავენ. და ვინჩის საპატივცემულოდ, გამოფენის ფარგლებში, ორი დიდი ინსტალაცია მოეწყობა - ერთერთი მათგანი, მის ხედვებზე დაყრდნობით, ქალაქის წყლის არხზე და მის ქვეშ განლაგდება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები