მსოფლიო

სინგაპური, ჰონგ-კონგი და პარიზი მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქებად დაასახელეს

0 კომენტარი

ცხოვრების ხარჯების კვლევის შედეგებით, მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქები სინგაპური, ჰონგ-კონგი და პარიზია.

კვლევა, რომელიც 30 წელია ტარდება, ანალიტიკურ ინსტიტუტს Economist Intelligence Unit ეკუთვნის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქის სტატუსი სამ ქალაქს მიენიჭა.

სინგაპური, ზედიზედ ექვსი წელია, მოწინავე პოზიციას არ თმობს, თუმცა მას ახლა ჰონგ-კონგი და პარიზიც შეუერთდენ. გამოკითხვით, რომელიც 160 სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ფასებს ადარებს, შვეიცარიის ქალაქებმა, ციურიხმა და ჟენევამ, მე-4 და მე-5 ადგილები დაიკავეს. ძვირ ქალაქებში მე-5 ადგილი დაიკავა ასევე ოსაკამ. მე-7 ადგილზე კი სამი ქალაქი - ნიუ-იორკი, კოპენჰაგენი და სეული მოხვდა.

აშშ-ის ეკონომიკის ზრდის კარგმა მაჩვენებელმა 2018 წელს აშშ დოლარი გაამყარა და კვლევაში მონაწილე 16 ქალაქიდან, აშშ-ის 14-მა ქალაქმა სიაში წინ წაიწია. მაგალითად, ლოს ანჯელესმა მე-14 ადგილიდან მე-10-ზე გადაინაცვლა.

არგენტინაში, ბრაზილიაში, თურქეთსა და ვენესუელაში ინფლაციამ, გაუფასურებამ და ეკონომიკურმა მღელვარებამ ცხოვრების ხარჯების შემცირება გამოიწვია. სავალუტო კრიზისმა და მერყევმა ინფლაციამ თურქეთში სტამბოლი 72-დან 120-ე ადგილზე ჩამოიყვანა. კარაკასი კი ჰიპერინფლაციის წყალობით მსოფლიოს ყველაზე იაფ ქალაქად დასახელდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები