ლუკა მოდრიჩი

ლუკა მოდრიჩი 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

პრესის საერთაშორისო ასოციაციამ (AIPS) 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა.

კაც სპორტსმენებს შორის საუკეთესო მადრიდის "რეალის" ხორვატი ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი გახდა. მან 419 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე, 337 ქულით სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩია. მესამეზე კი, 290 ქულით შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი გავიდა

ცნობისთვის, მოდრიჩი 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა და "ოქროს ბურთიც" მოიგო. 

ფოტო: as.com

ქალებს შორის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი გახდა. მან 427 ქულა დააგროვა. მეორეზე ჩეხი სნოუბორდისტი და მოთხილამურე ესთერ ლედეცკაა.

გამოკითხვაში 87 ქვეყნიდან 359 ჟურნალისტი მონაწილეობდა.

კომენტარები