ავღანეთი

ავღანეთში ოპერაციის დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ავღანეთში ოპერაციის დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად ტარდებოდა ოპერაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

ავღანეთში ამჟამად 14,000-მდე ამერიკელი სამხედრო მსახურობს. ისინი ავღანეთის ძალებს თალიბანთან ბრძოლაში ეხმარებიან. ისინი ასევე ებრძვიან ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ტერორისტულ ჯგუფებს.

2019 წელს ავღანეთში უკვე 4 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ სირიიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი ჯარების ავღანეთიდან გამოყვანსაც გეგმავდა.

ოფიციალური პირები, რომელთაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, ამბობდნენ, რომ უახლოეს თვეებში აშშ-ში ავღანეთში განთავსებული ძალების ნახევარი, დაახლოებით 7,000-მდე ჯარისკაცი დაბრუნდებოდა.

აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ არიან. ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომია. ამერიკის სპეციალურმა ძალებმა ტერორისტული დაჯგუფების, ალ-ქაიდას ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი 2011 წელს მოკლეს. 2014 წელს ავღანეთში აშშ-ის მეთაურობით სამხედრო ოპერაციები ოფიციალურად დასრულდა და მას შემდეგ ისინი მთავრობას თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლაში და ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებაში უჭერენ მხარს. ავღანეთის რეკონსტრუქციის სპეციალური ინსპეტქორის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით ავღანეთის მთავრობა ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 55.5%-ს აკონტროლებს, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

2015 წლის შემდეგ ავღანეთში 65 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის თქმით 2014 წელს ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 45,000-მდე წევრი დაიღუპა.

გასულ წელს საჰაერო დარტმების გააქტიურების და ტერორისტული თავდასხმების რიცხვის გაზრდის შედეგად 3,804 ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები