სუმო

ტოჩინოშინი იოკოძუნა კაკურიუსთანაც დამარცხდა (ვიდეო)

0 კომენტარი
ფოტო: Japan Times

ჰარუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი იოკოძუნა კაკურიუსთან დამარცხდა. მან ლევან გორგაძეს იორიკირის ილეთით მოუგო.

ტოჩინოშინს კაკურიუსთან აქამდე 28 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და 25-ჯერ იყო დამარცხებული. დღევანდელი წაგების შემდეგ, გორგაძეს მიმდინარე ტურნირზე უარყოფითი ბალანსი 6:7-ზე გაუხდა. თუ ქართველი დარჩენილი 2 ბრძოლიდან ორივეს არ მოიგებს, ოძეკის ტიტულს დაკარგავს.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე ტამავაში იქნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები