მთაწმინდის პანთეონი

მთაწმინდის პანთეონში ძველი საფლავის ქვა იპოვეს - სპეციალისტები უკვე სწავლობენ

თბილისის მერია

მთაწმინდის პანთეონში ძველი საფლავის ქვა იპოვეს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

"მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური მთაწმინდის პანთეონში აწარმოებს სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოებს. ამ სამუშაოების დროს აღმოჩენილია ძველი საფლავის ქვა. რასაკვირველია, მერიამ მოიწვია სპეციალისტები და დაწყებულია შესწავლა. ახლო მომავალში მოგაწვდით უფრო ვრცელ ინფორმაციას აღმოჩენასთან დაკავშირებით" - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

კომენტარები