იონა ლერსონმა ქსოვა ხუთი წლის ასაკში, YouTube-ის ვიდეოების საშუალებით ისწავლა. ეს მისთვის თავიდან ჰობი იყო, თუმცა ახლა 11 წლის ბიჭს საკუთარი ბიზნესი აქვს.
"ძალიან რთული დღის შემდეგ, კარგია იმის ცოდნა, რომ სახლში დაბრუნება, ჯდომა და ჩემი საყვარელი ადამიანის, დედაჩემის გვერდით ქსოვა შემიძლია,"- ამბობს ის.
ლერსონი ეთიოპიიდან იშვილეს. მას სხვა ბავშვების დახმარება უნდა, რათა იპოვონ თავიანთი გატაცება და ოცნებები აისრულონ.
იონა მიღებული ფულით ძაფებს ყიდულობს, ხოლო დანარჩენს ინახავს და უკან, ეთიოპიაში ბავშვებს უგზავნის. თუმცა მას, უფრო დიდი გეგმები აქვს. ბიჭმა GoFundMe-ის ანგარიში შექმნა, რომლის დახმარებითაც პარტნიორთან, Roots Ethiopia-სთან ერთად ცდილობს ბავშვებს და მათ ოჯახებს ოცნებების აუსრულოს.