ქურდობა

თბილისში ტექნიკის მაღაზია "სმაილის" ფილიალი გაძარცვეს

რუსთავი 2

დღე დილით თბილისში სმაილის მაღაზია გაძარცვეს. სმაილის მაღაზიათა ქსელის კოორდინატორი, ვახტანგ მუჯირიშვილი, რუსთავი ორთან საუბრისას ამბობს, რომ მაღაზია უკვე ხუთჯერ არ გაძარცვული. მისივე თქმით, ძარცვა ისე სწრაფად ხდება დაცვა რეაგირებას ვერ ასწრებს, რადგან მძარცველები 30 წამში ახერხებენ მაღაზიიდან ნივთების გატანას. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მაღაზიიდან ორი ჰოვერბორდია წაღებული და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისმობს. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციითვე ამ დრომდე დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები