მხატვრები

დაივიწყეთ მისი ბაღები - მონეს სასადილო ოთახი კიდევ უფრო შთამბეჭდავია

დიდი ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი კლოდ მონე თავისი ცხოვრების დიდ დროს ატარებდა სახლის შემოგარენში, სადაც თავის შთამბეჭდავ ბაღებს ხატავდა და როდესაც მონეზე ვფიქრობთ, როგორც წესი, მას სწორედ ამ ბაღებში წარმოვიდგენთ ხოლმე მზის ქვეშ მჯდომს. 

თუმცა, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით მისი სახლსა და სტუდიოზე, სადაც მხატვარი ცხოვრობდა და ხანდახან მუშაობდა კიდეც. 1883 წელს მონე პარიზთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ჟივერნში გადავიდა, სადაც დიდი ნაკვეთი და სახლი შეიძინა და თავისი ცხოვრების ბოლო 40 წლის განმავლობაში იქ გაატარა. ბევრი დღეს პოპულარული მხატვრისგან განსხვავებით, კლოდ მონემ აღიარება სიცოცხლეშივე მიიღო და სწორედ ამიტომ, მან მოახერხა მთელი თავისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის ოცნების ახდენა და სახლის ირგვლივ ულამაზესი ბაღი გააშენა, რომელიც დღემდე ტურისტების ერთერთი საყვარელი სანახაობაა. 

თუმცა, ამ ბაღებზე არანაკლებ ლამაზია თვითონ სახლი, რომელშიც ყველაზე ნათელი ფერები სამზარეულოსა და სასადილო ოთახებშია გამოყენებული. 

ეს მისი სამზარეულოა:



ფერების უბადლო ოსტატმა იცოდა, როგორ შეეხამებინა ერთმანეთისთვის თეთრი და ლურჯი იდეალურად. 

ეს კი სასადილო ოთახი: 

კომენტარები