ლადო აფხაზავა

ლადო აფხაზავას მხიარული პრეზენტაცია დუბაიში, რომელზეც მთელი დარბაზი აიყოლია [VIDEO]

მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს 10 ფინალისტს შორის მოხვედრილი ქართველი მასწავლებელმა, ლადო აფხაზავამ, დუბაიში სახალისო პრეზენტაცია გამართა, რომელშიც მთელი დარბაზი აიყოლია. 

პრეზენტაციის ამსახველ ვიდეო მასალას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს გამარჯვებული ცნობილი 24 მარტს გახდება. აფხაზავასთვის საგულშემატკივროდ დუბაიში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჩავიდა. 

აფხაზავა ამბობს, რომ მინისტრის მხარდაჭერა მისთვის დამატებითი სტიმულია. 

"ძალიან გამიხარდა ბატონი მიხეილის ჩამოსვლა. ეს დამატებითი სტიმულია ჩემთვის. ფინალური შოუ ხვალ გაიმართება და გაირკვევა, ვინ გახდება პლანეტის საუკეთესო მასწავლებელი,"- ამბობს ლადო აფხაზავა. 

კომენტარები