ლადო აფხაზავა

დუბაიში დღეს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულს გამოავლენენ

დუბაიში დღეს მასწავლებლის გლობალური დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც გამარჯვებულს გამოავლენენ. ფინალისტებს შორისაა ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა. 

გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მისი გამორჩეული პროგრამაა "დემოკრატიული რევოლუცია“ , რომელიც გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების გზით. პროგრამა უკვე 14 სკოლაში დაინერგა. ასევე, ის 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებულია.

კომენტარები