ლადო აფხაზავა

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი რამდენიმე წუთში გამოცხადდება

facebook.com/teacherprize

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი რამდენიმე წუთში გამოცხადდება.

დაჯილდოების ოფიციალურმა გვერდმა სურათი გაავრცელა, სადაც ჰიუ ჯეკმანი 10 ფინალისტთან, მათ შორის ლადო აფხაზავასთან ერთად დგას.

"მზად ხართ? ჰიუ ჯეკმანი და ჩვენი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტები მზად არიან", - წერს ოფიციალური გვერდი.

გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მისი გამორჩეული პროგრამაა "დემოკრატიული რევოლუცია“ , რომელიც გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების გზით. პროგრამა უკვე 14 სკოლაში დაინერგა. ასევე, ის 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებულია.

კომენტარები