პოლონელმა არტისტმა და გრაფიკულმა დიზაინერმა, დევიდ პლანეთიმ საკუთარი დეპრესია ილუსტრაციების სერიით "პატარა ხალხი ჯუგლებში" გამოხატა.
მისი თქმით, თითოეული ილუსტრაცია აჩვენებს როგორი გრძნობაა დეპრესიაში ყოფნა.
"ეს ისტორია არის კაცის, რომელიც სიბნელეში დადის და ქაოსში ცდილობს იპოვოს თავისი თავი", - თქვა არტისტმა.
მისივე თქმით, ილუსტრაციებში ცხოველების ანთებული თვალები იმედს გამოხატავს.