გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია: თავისუფალ დემოკრატებთან უმრავლეს საკითხში გვაქვს თანხვედრა

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გადაცემაში "იმედი LIVE"-ში სტუმრობისას ევროპული საქართველოს და თავისუფალის დემოკრატების ერთ ბლოკში გაერთიანებაზე ისაუბრა.

პარტიების მიერ ჩამოყალიბებულმა ბლოკმა, მთაწმინდის ოლქში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინა.

"მგონია რომ შალვა შავგულიძე არ იტყუებოდა არც მაშინ, არც დღეს, ის ამით გამორჩეული ფიგურაა. ვთვლი, რომ შალვა შავგულიძეს და სხვების კრიტიკაც იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი მეც ვიყავი, იყო სამართლიანი - ამას ვიძახი დიდი ხანია. მე მკითხეს, რომ უხერხულობას ხო არ გიქმნით იმ ადამიანის ან იმ პოლიტიკური ჯგუფის შემოერთება, რომელიც ადრე გაკრიტიკებდათო და ბუნებრივია ამაზე ჩემი პასუხი იყო და არის, რომ უხერხულობას და უფრო მეტს მიქმნის ის, რისთვისაც სამართლიანადაც გვაკრიტიკებდნენ", - თქვა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების საერთო ხედვებზეც ისაუბრა.

"დღეს რა ხედვაც გვაქვს, დღევანდელი და ხვალინდელი დღის იქ უმრავლეს საკითხებში გვაქვს თანხვედრა, რაც შეეხება არამარტო საგარეო კურსს, არამედ მცირე ხელისუფლების იდეას, ურთიერთ ბალანსისა და გაწონასწორების აუცილებლობას, პერსონალიების როლის შემცირების აუცილებლობას და კონკრეტულ პოლიტიკურ რეფორმებზე ერთიან ხედვას, მაგრამ მთავარი შეიძლება გარდა საგარეო დასავლური მყარი კურსისა, არის ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა და როგორც ამოცანა და რწმენა იმისი რომ მიუხედავად ივანიშვილის მიერ შექმნილი დღევანდელი მძიმე მდგომარეობისა, ის აბსოლუტურად შესაძლებელია და ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ, მეორე შეეხება იმას რომ პოლიტიკური აუცილებლობაა ჩვენი საზოგადოებისთვის შემდეგ ცვლილებას არ მოყვეს არანაირი შურისძიება და არანაირში ვგულისხმობ არა ვინმეს გამორჩევას, მაგალითად ივანიშვილისაც კი, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის ძალიან არაპოპულარულ რამეს ვიტყვი, მაგრამ ივანიშვილით დაწყებული არ უნდა იყოს შურისძიება, განა იმიტომ რომ ვინმეს ის მოწონს ან უფრო ნაკლებად გაბრაზებულია, ეს სჭირდება ჩვენი მომავლის შენებას, რომ ერთხელ მშვიდობიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამას არ მოყვეს თუნდაც სამართლიანი ან საფუძვლიანი ბრაზის გამო მასობრივი დევნა, მითუმეტეს უმაღლესი პოლიტიკური ფიგურების - ესეც გვაერთიანებს მათთან და ძალიან პრინციპული საკითხია, ეკონომიკაში და სოციალურ საკითხებშიც სახელმწიფოს ბიუროკრატიის როლის შემცირებას ვემხრობით და ყოველგვარ სოციალურ პოპულიზმზე, რასაც ქვია რომ "მდიდრებს წავართვათ და ღარიბებს მივცეთ", ან რომ სახელმწიფო შეინახავს ყველას სხვების ხარჯზე ამაზე უარის თქმას და ეს გვაერთიანებს ჩვენ", - თქვა გიგა ბოკერიამ. 

კომენტარები